„ფრეიზერის ინსტიტუტის“ ანგარიშში „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2023“, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ოთხ და ნატო-ს რვა წევრ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან რამდენიმე დღეში, ახალი ინდექსი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ლიდერობას და ინარჩუნებს ტრადიციულ პოზიციას პირველ ადგილზე ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის. „ფრეიზერის ინსტიტუტის“ ანგარიშში „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2023“, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 4 და ნატო-ს 8 წევრს, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.