საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ინფორმაციების სქრინებს აქვეყნებს:

"▪️საფრანგეთში პოპულარობით მეორე პოლიტიკური ძალის ლიდერის დაჭერას აპირებენ,

▪️გერმანიაში პოპულარობით მეორე პარტიის გაუქმებას,

▪️ამერიკაში პრეზიდენტობის ოპოზიციურ კანდიდატს 561 წლით (ოღონდ მართლა) თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდნენ და მხოლოდ პრეზიდენტად არჩევამ უშველა. პროკურორმა კი, რომელიც საქმეს იძიებდა, გადადგომა დააანონსა.

ამაზეა ნათქვამი: საკუთარ თვალში დღეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდე."