საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია, კაია კალასის განცხადებას ეხმაურება.
კერძოდ, პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს კაია კალასის იმ განცხადებას, სადაც კალასი ამბობს: „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას“
„ანუ, ევროკავშირის წევრობა თუ გინდა, ხმა ვეღარ უნდა ამოიღო? სწორედ ამას უწოდებს თეთრი სახლი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის „ესტონიზაციას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.








