ჩვენ იმის მეათედიც არ ვიცოდით, როგორც აღმოჩნდა, რასაც სინამდვილეში ჰქონია ადგილი. მაგალითად აშშ-ის ადმინისტრაციამ ამხილა, რომ ასობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა მსოფლიო პროპაგანდისტული მედია ქსელის შესანახად, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
„უპირველეს ყოვლისა, მე, ჩვენს გუნდს და საზოგადოებას, ვინც მხარს გვიჭერს, ყველას ძალიან გვიხარია, ის რომ რასაც ვამბობდით, ყველაფერი დადასტურდა. ახლა ხომ შეიძლება ყველამ თქვას, რასაც ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში და რასაც მე პირადად განსაკუთრებით ვაქცევდი ყურადღებას ყველაფერი დადასტურდა. ჩვენ იმის მეათედიც არ ვიცოდით, როგორც აღმოჩნდა, რასაც სინამდვილეში ჰქონია ადგილი. მაგალითად აშშ-ის ადმინისტრაციამ ამხილა, რომ ასობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა მსოფლიო პროპაგანდისტული მედია ქსელის შესანახად, სადაც შედიოდა ასობით მედია, ასობით მედია „ენჯეო“, ათასობით ჟურნალისტი, რომლის ამოცანა იყო, მათთვის სასურველი ნარატივის დალაგება, პროპაგირება, წამოწევა იმ აქცენტების, რაც სურს და მიჩქმალვა იმ აქცენტების, რაც არ სურს. ხომ დადასტურდა, თვითონ თქვეს, ჩვენ ხომ არ გვითქვამს, ის რომ „ენჯეოების“ ხელით და დაფინანსებით, ხდებოდა არარსებული იდეოლოგიის დამკვიდრება დ ბოლო ბოლო სულ ახლახან, რამდენიმე თვის წინ, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები დავაინიცირეთ და მათ შორის კანონი ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით და როცა მოსახლეობას ვხვდებოდით, ვსაუბრობდით ქალი ქალია, კაცი კაცია, ზოგიერთ ჩვენს ლიბერალს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა. პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაში პირდაპირ წერია, რომლითაც მან გააუქმა დაფინანსებები ენჯეოებისთვის, მიზეზი, ის რომ ამ ფულით ხდებოდა ქვეყნების დესტაბილიზაცია. რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ფული საქართველოში დესტაბილიზაციის შესაქმნელად შემოდის“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.