ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევა უფრო ინკლუზიური იყო, რადგან კანდიდატების შერჩევაში ჩართული იყო არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ვიდრე, თუნდაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევის პროცესი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არასერიოზულია ოპონენტების არგუმენტები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის პროცედურებს იწუნებენ.

„მოვისმინე შეფასება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ გარკვეული პრეტენზიები გამომდინარე იქიდან, რომ მისი ხელმძღვანელის შერჩევის პროცედურით არ არიან კმაყოფილნი. ყველას შევახსენებ, როგორ ხდება შერჩევა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის – შექმნილი იყო კომისია, რომელშიც შედიოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგნლები, მათ შორის სახალხო დამცელის წარმომადგენელი, ყოფილი სახალხო დამცველის წარმომადგენელი, დროში რომ მაინც ყველამ იცოდეს. ამ კომისიამ შეარჩია კანდიდატურები და შემდეგ პრემიერმა დანიშნა შესაბამისი ხელმძღვანელი. იყო აბსოლტურუად ინკლუზიური პროცესი და კანონით გაწერილი პროცესი. ყველას შევახსენებ, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, გენერალური აუდიტორი, რომელიც ახლახანს ავირჩიეთ, მისი არჩევის პროცედურა არის შემდეგი, რომ მას ერთპიროვნულად წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე, მე წარვადგინე ყოველგვარი კომისიებისა და რაიმე ჯგუფების გარეშე. პარლმანეტის თავმჯდომარე წარადგენს და პარლმაენტი ირჩევს ხმების უბრალო უმრავლესობით. ასე რომ, რა თქმა უნდა, არასერიოზულია არგუმენტი, რომელიც მოჰყავთ ოპონენტებს, თითქოს პროცედურებს იწუნებენ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის აუდიტის სამსახურთა შედარებით. პირიქით, თუკი შევადარებთ არჩევის პრინციპს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევა უფრო ინკლუზიური ამ გადამოსახედიდან, რადგან კანდიდატების შერჩევაში ჩართულია არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ვიდრე ის არის თუნდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევის პროცესში, რომელსაც ერთპიროვნულად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველგვარი კონკურსისა და კომისიების გარეშე, წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე და მე მერგო ეს პატივი, ამ შემთხვევაში და ირჩევს პარლმანეტი უბრალო უმრავლესობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.