ლიბერალების და დემოკრატების ევროპული ალიანსის (ALDE) წევრმა, „ლელომ“ ჯერ ტერორისტი თანაგუნდელად გამოაცხადა და ახლა ქსენოფობიური კამპანია დაიწყო, რაც, ცნობისთვის, ეწინააღმდეგება ALDE-ს დეკლარირებულ ღირებულებას, არ დაუშვას ეთნიკური დაყოფა და ქსენოფობია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა „ლელოს“ ტერორისტ თანაგუნდელს. ღირებულებებთან ერთ კომპრომისს მეორე მოჰყვება. ვნახოთ, ახლა მაინც თუ აღმოჩნდება ALDE მის მიერვე ქაღალდზე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.











