არაფერი ეტყობა ოპოზიციას, რომ ისინი მზად არიან რადიკალური დღის წესრიგიდან გადავიდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„არანაირი შინაარსი ამ მოთხოვნას არ აქვს, 2024 წლის არჩევნები ოქტომბერში ჩანიშნულია, ყველამ კარგად იცის დიდი ხანია, რომ 5%-იანია ბარიერი, მოემზადონ ამ არჩევნებისთვის. ნათქვამი იყო, რომ იმ შემთხვევაში თუ 2022 წლის დეკემბერში იქნებოდა პოზიტიური გადაწყვეტილება და ამას ხომ თავისი შინაარსი ჰქონდა, ბარიერთან ხომ არ იყო, საკითხი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება, კანდიდატის სტატუსი დაწევდა პოლარიზაციას და ამ დაწეული პოლარიზაციის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა კიდევ ამაზე ფიქრი. არა თუ დასწია, სინამდვილეში საერთო ჯამში ჩვენ ვნახეთ, ერთი დამატებითი წელი ჯანჯღარის და მომავალი წელი რა მოგველის, ჯერ კიდევ შევხედოთ ოპოზიციას. მე მგონი, არაფერი ეტყობა ოპოზიციას, რომ ისინი მზად არიან რადიკალური დღის წესრიგიდან გადავიდნენ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.