ქონების გადასახადთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება.
„81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება.
ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან.
საკანონმდებლო ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.











