საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ჩატარებული რიგგარეშე არჩევნების შესახებ „ტვიტერზე“ წერს.
„29 აპრილის რიგგარეშე არჩევნები (ევროკავშირის მიერ ინიცირებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე) დამაჯერებლად აჩვენებს საქართველოს ამომრჩეველთა მზარდ მხარდაჭერას „ქართული ოცნებისა“ და მისი პოლიტიკის მიმართ. ჩვენი პრივილეგიაა, ვემსახუროთ ხალხს უმაღლესი დემოკრატიული მანდატით და ლეგიტიმაციით“, – წერს პაპუაშვილი.