შოვში მომხდარმა ტრაგედიამ ცალსახად დაგვანახა, რომ სახეზე გვაქვს გარემოსდაცვითი და სტიქიური უბედურებების მართვის ღონისძიებების სისტემური ნაკლოვანებები, რის შესახებაც ქართველ გარემოს დამცველებს არაერთხელ გაუკეთებიათ მკაცრი განცხადებები. გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების, მისი ჯეროვნად აღსრულების, ეფექტიანად მართვის და მაღალი დონის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით, შემოვდივართ ინიციატივით, მოხდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაყოფა, რომელიც თავისი არსით გულისხმობს გარემოსდაცვითი მიმართულების გამოყოფას სოფლის მეურნეობის უწყებიდან." - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა შალვა კერესელიძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"არემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ სამინისტროდ, სადაც გაერთიანებული იქნება ამ საქმიანობით და ფუნქციებით აღჭურვილი ყველა შესაბამის სამსახური, მათ შორის სამეცნიერო დაწესებულებებიც.

გაითვალისწინეთ სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის მხარეების მეთხილე ფერმერების რთული სოციალური მდგომარეობა და მოახდინეთ მიღებული ზარალის ანაზღაურება ან სუბსიდირება, როგორც  ეს  დასეტყვილი ყურძნის ან კიდევ არასტანდარტული ციტრუსის და ვაშლის  შემთხვევაში ხდება“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.