მიმაჩნია, რომ მთავრობა ბევრს აკეთებს ქვეყნის პოპულარიზაციისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს სათანადო ყურადღება მიექცეს“, – ამის შესახებ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, შაიხა ალ ნუვაისიმ საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თანამდებობის დაკავების შემდეგ, ეს საქართველოში, კერძოდ თბილისში, მისი პირველი ვიზიტია.
„ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა კერძო სექტორის, კერძოდ, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო მსჯელობა მათ მოსაზრებებთან დაკავშირებით და ინფორმაციის მოსმენა იმ ზრდის შესახებ, რაც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს.
2024 წელთან შედარებით, 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ქვეყანამ დაახლოებით 8 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა. ახლო აღმოსავლეთში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ 2026 წლის პირველ ნახევარში, მაინც შეძლო ზრდის დაფიქსირება, რაც შესანიშნავია“, – განაცხადა შაიხა ალ ნუვაისიმ.










