2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, ომიდან 18 წლის თავზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.