რამდენიმე საათში ევროკომისია ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, სადაც საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებაც იქნება შეფასებული.
მმართველი გუნდი საუბრობს, რომ 2022 წლის ივნისიდან საქართველოში ბევრი რეფორმა გატარდა და 12 რეკომენდაცია შესრულებულია. რა შეფასებას მიიღებს ქვეყანა და "ქართული ოცნება" ცოტა ხანში გახდება ცნობილი.
ასევე, დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.
სადაც, ევროკომისარს სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო ნაბიჯებს.