თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჰიმნი - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის უკანასკნელი ნაწილი შესრულდა.
ჰიმნი აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა, სამების ტაძრის საპატრიარქო და თბილისის ოპერის თეატრის გუნდებმა შეასრულეს. 10 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეავსო. კანდიდატი სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთან ერთად, უკრაინა და მოლდოვაც ელიან. 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს მიიღო. [video width="1280" height="720" mp4="https://ipress.ge/wp-content/uploads/2022/05/evrokavshiris-himni-azhgherda-saqarthvelos-damoukideblobis-dghisadmi-midzghvnil-ghonisdziebaze.mp4"][/video]