საფრანგეთიდან საქართველოს ელჩი თეა კატუკია გამოიწვიეს, მიმდინარეობს მუშაობა ახალი ელჩის წარდგენაზე. ინფორმაციას ამის შესახებ "აიპრესს" საგარეო საქმეთა სამინისტრო უდასტურებს.
"გიდასტურებთ საფრანგეთიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის პროცედურის განხორციელებას. მან 18 მაიასს ოფიციალურად მომართა მინისტრს შესაბამისი განცხადებით. ეს გახლავთ დამკვიდრებული პრაქტიკა. ამჟამად მიმდიანრეობს მუშაობა უახლოეს მომავალში ელჩის ახალი კანიდატურის წარდგენაზე." საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკო-ში მუდმივ წარმომადგენლად თეა კატუკია 2019 წელს დაინიშნა. საგარეო უწყების ინფორმაციით, თეა კატუკია 2012 წლიდან დღემდე ერთ-ერთი უმთავრესი ფრანგული კვლევითი ცენტრის – საერთაშორისო საფრთხეების პრევენციისა და ანალიზის ფრანგული კვლევითი გენერალური მდივანი იყო, 2012 წლიდან დღემდე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხზე ფრანგული ჟურნალის „დიპლომატიას“ მთავარი რედაქტორი და პარალელურად ხელმძღვანელობდა ორ საერთაშორისო გამოცემას „Green Innovation“ და „Blue Innovation“.