საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მცირე ხნით მივიდა.
მოგვიანებით კი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირიდან ორბელიანის მოედნისკენ ფეხით გაემართა.
„ყველაფერი ვთქვი და ახლა მივდივარ სამსახურში“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.
საარჩევნო კოლეგია დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს.
საქართველოს პარლამენტთან, პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პრეზიდენტის არჩევის პროცედურა არის არალეგიტიმური, რადგან თავად პარლამენტიც არალეგიტიმურია.