საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში „ქალთა მარშის“ მონაწილეებთან გავიდა.

სალომე ზურაბიშვილმა მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქალები ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ თავისუფალი საქართველოსთვის.

„ქალები არიან ყველაზე მაგარი ამ ქვეყანაში და ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ ამ ქვეყნის დღევანდელი დღისთვის, მომავლისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის:„ ქალთა მარშის“ მონაწილეებმა ორბელიანების მოედანზე ფილარმონიიდან მსვლელობით გადაინაცვლეს.

პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ: “ სალომე, სალომე!”.