სალომე ზურაბიშვილი: მე არც ერთი სიტყვა ვინმეს მიმართ კრიტიკული, ან შეურაცხმყოფელი არ მითქვამს

1601874406
რა არის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მთავარი მიღწევა?!
აღნიშნული შეკითხვის საპასუხოდ "ღამის კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას თანამდებობაზე ყოფნის დროს, არავის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება არ გაუკეთებია.
"პრეზიდენტის როლი დადგა იმ ჩარჩოებში, რაც უნდა იყოს ახალი კონსტიტუციით. გავაგებინეთ საზოგადოებას, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს ყველაფრის გადამწყვეტი, ვერ იქნება. ერთპიროვნული გადაწყვეტილებების დრო დამთავრდა. პრეზიდენტს აქვს ძალიან შეზღუდული უფლებები, მაგრამ ამ შეზღუდული უფლებების ფარგლებში, შეუძლია იყოს ქვეყნის და სახელმწიფოს სახე. შეუძლია გარეთ გაიტანოს ის სახე ამ ქვეყნის, რომელიც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ადგილი დავადგინოთ მსოფლიოში. ევროპული სახე მივცეთ ამ სახელმწიფოს და მის მეთაურს. კონკურსები, გამჭვირვალობა, ეს ყველაფერი არის ის ნაწილი, თუ როგორი უნდა იყოს დღეს საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი - მიუკერძოებელი, ზეპარტიული, წყნარი. მე არც ერთი სიტყვა ვინმეს მიმართ კრიტიკული, ან შეურაცხმყოფელი ამ პერიოდში არ მითქვამს და პრეზიდენტი უნდა იყოს ასეთი, დამაწყნარებელი საზოგადოების, შემარიგებელი თუ შეძლებს და ვცდილობ ყველანაირად. ყველა მხრივ, ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც ამ ქვეყნის ინტელექტუალური ძალები მოდიან იმისთვის, რომ სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელონ. ეს არის დემოკრატიოული, თავისუფალი ქვეყნის პრეზიდენტი," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.