საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქართველი ხალხი ქსენოფობიაში დაადანაშაულა.
" განცხადებები, რაც მოვისმინე მე დღეს ბატონი კობახიძისგან და არ მჩვევია რაღაც განცხადებებზე პასუხი და პინგ -პონგი, მაგრამ, ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალხზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანტობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა წელიწადზე თითქმის ნახევარი არის, ღებულობს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს, 70 ათასს, თუ 80 ათასს, ისე, რომ არცერთი ინციდენტი არ მომხდარა, არ მივცემ მას უფლებას, ამ ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ არ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი, მით უმეტეს, როცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის ჩვეულებრივი თემა რუსეთის, რომ ვითომც თავის მოქალაქეების დასაცავად, შედის სხვადასხვა ქვეყნებში. თუ ბატონი კობახიძე ამის გამზადებას ცდილობს, მე მგონი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ამას. არც საზოგადოება, არც მე და სადაც საზოგადოება, იქ მე ვიქნები" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.