"საქართველოს ევროპული გზა გახლავთ ძირითადად ევროპული მზარდო ძალისხმევისა, როდესაც საქართველო თავის შემართებას აცხადებს, მას ეხმიანება დიდი დახმარება ევროპის მხრიდან წლების განმავლობაში და ველოდებით რა ისტორიულ გადაწყვეტილებას, მე აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის მადლობა გადავცე ევროპას, რადგან ევროკავშირმა მხარდაჭერა გაუწია საქართველოს ქვეყნის აყვავების თვალსაზრისით ყველა სექტორში. საქართველოს ეკონომიკისთვის არსებობს ევროპული დახმარება და ევროპული ბაზრების გამოყენება საქართველოში ცხოვრების დონის ამაღლებას იწვევს." - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ რუსეთს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის? ეს არის აბსოლუტურად ამორალური და აბსოლუტურად მიუღებელი. ევროკავშირი უზრუნველყოფს სტაბილურობას. როდესაც რუსული ტანკები შემოვიდა საქართველოში, ჩვენმა პარტნიორებმა ტრაგიკული მოვლენების შემსუბუქება შეძლეს. საფრანგეთის პრეზიდენტობის დროს ევროკავშირში, პრეზიდენტი ნიკოლას სარკოზი იყო შუამავალი და შეაჩერა რუსეთის სვლა საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცაღა, არ იყო საკმარისი ევროპული რეაქცია, რადგან რუსეთმა არ გადაუხადა შესაბამისი ფასი, მაგრამ ევროპის გარეშე თბილისის ოკუპაცია მოხდებოდა.
2008 წლიდან ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გახლავთ მექანიზმი, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს რუსეთის დესტაბილიზაციისა. ევროკავშირი მუდამ მხარს გვიჭერს მაღალ დონეზე დიპლომატიური მიმართულებით, შიდა და საგარეო თვალსაზრისით. ძალიან დიდი მადლობა აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, მეგობრებს, მათი მუდმივად დახმარებისთვის.
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაციების, წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტები გახლავთ ყოველდღიური დემონსტრაცია ჩვენი სიახლოვისა, იმ მხარდაჭერისა, რომელიც მათ სჭირდებათ და მთავრობისთვის შემახსენებელია, რომ უნდა დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რომელიც შემდეგ ისტორიულ ნაბიჯებს გადაგვადგმევინებს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
თარგმანის საქართველოს პირველი არხი