ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ღრმა შეცდომა. ყველა, ვინც არჩევნებზე არ მივა, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეხმარება ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„შენ როდესაც ხარ ოპოზიციონერი ამომრჩეველი და რეჟიმს არ უწევ წინააღმდეგობას საარჩევნო ყუთთანაც, ამით ეხმარები რეჟიმს საკუთარი პოზიციების განმტკიცებაში. ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის კიდევ უფრო გამყარება საკუთარი პოზიციების. ის იტყვის, რომ არანაირი სხვა არჩევანი არ არსებობს, არანაირი სხვა პოლიტიკური პარტიები არ არიან, არჩევნებზეც კი ვერ გამოდიან პოლიტიკური პარტიები. ეს არის, პირიქით, გამყარება რეჟიმის“, 

საპარლამენტო ბოიკოტი როცა შედგა, მათ შორის, საპარლამენტო ბოიკოტის შედეგია ის, რომ, მაგალითად, წულუკიანის მოღალატეობრივი კომისია არის არალეგიტიმური და მათ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება იქნება არალეგიტიმური. საარჩევნო პროცესი არის ბრძოლის პროცესი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან პატივს ვცემთ ყველას, ვინც არის აქტიურად ჩართული პროტესტში, ოღონდ პატივი უნდა ვცეთ იმ მოქალაქეებსაც, ვინც არის ამ პროტესტის მიღმა და არის უამრავი ასეთი მოქალაქე, რომელიც ელოდება, რომ პოლიტიკური ბრძოლა შედგება, მათ შორის საარჩევნო პროცესში. ჩვენ ამას ასე ვუყურებთ, განსხვავებული მოცემულობაა არჩევნები და განსხვავებული მოცემულობაა პარლამენტი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

შეგახსენებთ, საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ტარდება