საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ძირითადი საკითხები.

„ხაზი გაესვა საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას; ასევე განხილულ იქნა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები.

საუბარი შეეხო იაპონის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში სახელმწიფო მინისტრის საქართველოში ვიზიტს, რომელიც 2026 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.