საგამოძიებო კომისია მუშაობას ხვალ განაახლებს. ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე, დევნა რეპრესიები, არაადამიანური მოპყრობა, ზეწოლა და გატაცება - ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე, კომისია 4 მოწმეს გამოკითხავს.

სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული. კანონმდებლები პარლამენტში თეიმურაზ ჭიჭინაძეს, შალვა ოგბაიძეს, მამუკა კვარაცხელიას და გიორგი ნემსაძეს ელოდებიან.