ყველა, ვინც შეეცდება, საქართველო გადაიყვანოს ევროპული რელსებიდან, მოჰყვება ამ მატარებლის ქვეშ. ეს ხალხი ყველა ერთად აუცილებლად მოხვდება პოლიტიკურ მოუსავლეთში

„ყველა, ვინც შეეცდება, რომ საქართველო გადაიყვანოს ევროპული რელსებიდან, მოჰყვება ამ მატარებლის და რელსების ქვეშ, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ვერცერთი მათი მცდელობა, ვერცერთი მათი სამშობლოს ღალატი ვერ გადაიყვანს ამ ქვეყანას ევროპული რელსებიდან და ეს არის, დიახაც, სამშობლოს ღალატის ტოლფასი საქციელი, იმიტომ რომ, როდესაც შენი მთავარი პარტნიორი, ის პარტნიორი, რომელში ინტეგრაციისკენ ისწრაფვი, გეუბნება, რომ ამ რუსული კანონით ევროკავშირში ვერ შემოხვალ და შენ მაინც აპირებ, მიიღო რუსული კანონი. როდესაც გეუბნებიან, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერება უნდა შეამოწმო და შენ ამბობ, რომ არ შევამოწმებთ. ეს ხალხი ყველა ერთად აუცილებლად მოხვდება პოლიტიკურ მოუსავლეთში", - განაცხადა საბა ბუაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.