სააკაშვილი: მუმლი მუხასა როა, ხო იცით ძველი ქართული გამოთქმა? ივანიშვილი ამ მუხასაც გადარგავს

1543182458
"საქართველოს უახლოეს პერიოდში, თუ ასე გაგრძელდა, კიდევ ერთი მილიონი ადამიანი დატოვებს და საქართველო დაცარიელდება" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "აქცენტებში".
"ეს ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო ოფიციალურად აღიარებს ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის საქართველოდან ოფიციალურად ჩამოცილებას. იცით, "მუმლი მუხასა" რომ არის ძველი ქართული გამოთქმა, მუხას, ჩვენს ქართულ მუხას, ისტორიულ მუხას, ისტორიულ სხეულს საქართველოსი, რომელმაც ამდენ წელს გაუძლო, შეჭამს ჯერ ნარკომანი კრიმინალების და ბანდიტების მუმლი და მერე ივანიშვილი აიღებს და გადარგავს თავის მამულში სამუდამოდ, იმიტომ, რომ მას უყვარს ძველი ხეები და სამუდამოდ ექნება იქ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.