2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სასახლის, პარლამენტის და ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა.

ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.