"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" კონსტიტუციის ცვლილების დროს ხალხის აზრი არ უკითხავს. ნიკა რურუა აცხადებს, რომ ასეთი წამოძახებები მასზე აბსოლუტურად არ მოქმედებს.
"ეს მდაბიური წამოძახებები არაფრის მომცემი არ არის და ჩემზე აბსოლუტურად არ მოქმედებს. ვინ რა უნდა წამოგაძახოს, როდესაც ახლა ამ წუთას, რეალურად თავზე ახევენ ხალხს არსებულ კონსტიტუციურ მოდელს, რომელიც ასე თუ ისე მუშაობს და გაირკვა, რომ მუშაობს.
დღეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" დარჩეს რაც შეიძლება დიდი ხნით. არ აინტერესებთ ხალხის ჩამოურთმევი უფლება, დღევანდელი მართველი ძალა რომელსაც უნდა გააპაროს ეს რაღაცნაირად ფარსი ტირეს სპექტაკლებით და შექმნას ილუზია, რომ თითქოს რაიმე დემოკრატიული პროცესი მიდის. თუ ეს ადრე ვინმემ გააკეთა ეს არასწორი რამე, მეორე არასწორს არ ასწორებს. ერთი შეცდომა მეორე შეცდომის ლიცენზია არ არის", - განაცხადა ნიკა რურუამ.