რა არის სუბსიდირება და რას ნიშნავს არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი ? ეს ნიშნავს კარგი თუ დამპალი ყურძნის,  ტოტების, ფოთლებისა თუ კიდევ ყველაფრის, რაც შეიძლება მას თან ახლდეს,  შესყიდვას სახწლმწიფოს მიერ, მის გადამუშავებას სპირტად, რაშიც წლების განმავლობაში ასეულ მილიონობით ლარი იქნა გადაყრილი, მერე წლობით ნაგროვები სპირტის ჩალისფასად მიყიდვას ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ პირებზე( მაგ. ივანიშვილის ძმის კომპანიაზე) და საბოლოო ჯამში საბიუჯეტო რესურსების განიავებას და ჯანსაღი მევენახეობის განვითარების ხელის შეშლას. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ყველა, ვინც ამ სისტემას იყენებს პოლიტიკური მიზნით, მევენახეთა ხმების დასათრევად, ხელისუფლება იქნება ეს თუ ოპოზიცია, მინისტრი იქნება ეს თუ დეპუტატი, არის მავნებელი. 

სუბსიდირების გაზრდაზე მოწოდება და სულელურ-პოპულისტური სქემების შეთქვაზება ოპოზიციის მხრიდან, საბოლოო ჯამში ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ხელისუფლება აძლევს გლეხებს ფულს და ხმებიც მის ყულაბაში მიდის. არავის ახსოვს რომელი ოპოზიციონერი რას კნაოდა მანამდე, ყველას ახსოვს ვინ იძლევა ფულს.