საქართველოს პრეზიდენტს უცხოეთში გამგზავრებაზე არ სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანხმობა. არსად ეს არ წერია კონსტუტუციაში. თუ თვითმფრინავის მოთხოვნაზეა საუბარი და ამაზე უარს ამბობს პრემიერ-მინისტრი, სხვა გზითაც შეიძლება სტრასბურგში მოხვედრა. ცოტა არაკომფორტულია სხვა ხალხთან ერთად მგზავრობა, მაგრამ რას იზამ, ასეთია დაჩაგრული პრეზიდენტის ბედი. - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში:
საქართველოსკონსტიტუციის 5.2 მუხლით განსაზღვრულია, რომ პრეზიდენტი აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და დებს ხელშეკრულებებს მთავრობის თანხმობით. სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოდის ევროპარლამენტში, რასაც არ სჭირდება ვინმეს თანხმობა, მით უმეტეს, არც არაფერს აწერს ხელს. რომც მოაწეროს, მას არ ექნება არავითარი ძალა, რადგან მთავრობას არ მიუცია ნებართვა.
საქართველოს კონსტიტუციის 5.3 მუხლით, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი საჭიროებს პრემიერ მინისტრის თანახელმოწერას. კონსტიტუცია ითვალისწინებს გამონაკლისებსაც, მაგალითად, “საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების ორგანიზებას”, არ სჭირდება ვინმეს თანხმობა, ანუ ვერავინ აუკრძალავს თვითმფრინავის ბილეთის აღებას. პრეზიდენტი მგზავრობს როგორც კერძო პირი თუ როგორც სახელმწიფოს მეთაური, არაა დამოკიდებული იმაზე, კომფორტულად იმგზავრებს თუ ნაკლებადკომფორტულად.
მთავრდება თქვენი საპრეზიდენტო ვადა ქალბატონო სალომე. იყავით ცოტა უფრო მეტად გაბედული!