ასეთი ქვეყანა, როგორიც ახლაა, როგორიც ახალმა მთავრობამ შექმნა, მე არ მინახავს. საზიზღარი უნდა იყო, რომ ვერ ხედავდე იმ სიკეთეს, რომელსაც ესენი სჩადიან, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ რეჟისორმა რობერტ სტურუამ.
რეჟისორმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი გაიხსენა.
„პარტიები იბრძვიან, რომ ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, გვატყუებენ, რომ კარგი ცხოვრება იქნება, ყველაფერი იქნება ხალხისთვის... ხალხი დაგვიკლეს... ციხეში კაცებს აუპატიურებდნენ... ეს რა ქვეყანა შექმნეს?! ფაშისტებსაც ვერ დაუძახებ“, - აღნიშნა რობერტ სტურუამ.




