ირაკლი კობახიძე არის მაღალი კლასის პოლიტიკოსი, რომელიც დაჯილდოებულია ყველა იმ თვისებით, რაც აუცილებელია რომ სახელმწიფოს მეთაურს გააჩნდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო - მერვე წელია მასთან, მისი ლიდერობის ქვეშ პარლამენტში მუშაობა მიწევს და ეს წლები ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვისაც. ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, ლიდერი, რომელიც თავისი ქვეყნისა და თავისი გუნდისთვის ყოველთვის წინა ხაზზე მიდის და უკან არაფერზე იხევს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.