დღეს ხომ რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას სული რომ შეუბერონ, ევროპარლამენტარებს სურთ, უქმე დღეს სამსახურში აგენტურა გამოიყვანონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„რამდენიმე ასეული ქალი და ბავშვი რომ კვდება დაბომბვის შედეგად, ევროპარლამენტი იმაზე არ აკეთებს-ხოლმე განცხადებას. მით უმეტეს, შაბათ-კვირას. დღეს ხომ რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა. სცენარიც ნაცნობია და შედეგიც – კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა“, – წერს რატი იონათამიშვილი.

შეგახსენებთ: ევროპარლამენტი წერს: საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი ხელისუფლება არ შეცვლის თავის ავტორიტარულ კურსს