იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში იმ საქმიანობის შესახებ ისაუბრა, რასაც უწყება  სამართლებრივი დავების პრევენციის მიზნით ახორციელებს.  

„მიმდინარე წელს იუსტიციის სამინისტრომ სამართლებრივი ექსპერტიზა ჩაუტარა საქართველოს მთავრობის მიერ დადებულ 400-მდე ხელშეკრულებას, რომლებიდანაც სამართლებრივი დავა არ დაწყებულა არცერთ შემთხვევაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.  მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს უსმენენ.