ეტყობა, ამ იმიტირებულ როკი ბალბოას თავი მართლა როკი ბალბოა ჰგონია და ვეღარ ერკვევა, თუ სად არის, სავარჯიშო მოწყობილობასთან თუ პოლიტიკაში - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატო ბრეგაძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარის საპასუხოდ განაცხადა და მოუწოდა ლევან ხაბეიშვილს, ლევან ხაბეიშვილს ურჩევს, რომ ისაუბროს ისე, როგორც შეეფერება პოლიტიკოსს.
„ეტყობა, ამ იმიტირებულ როკი ბალბოას თავი მართლა როკი ბალბოა ჰგონია და ვეღარ ერკვევა, თუ სად არის, სავარჯიშო მოწყობილობასთან თუ პოლიტიკაში. მე მას ნამდვილად ვურჩევდი, რომ ისაუბროს ისე, როგორც შეეფერება პოლიტიკოსს, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და თავი შეიკავოს არაფრისმომცემი, საბრალო მუქარებისგან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მე რამდენჯერმე მაქვს მიწერილი შალვა პაპუაშვილისთვის და მისგან სააკაშვილთან შესვლაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა. ვაფრთხილებ მას, რომ მოუწევს ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა პარლამენტის მისსავე ოთახში, რადგან არ ვაპირებთ, ეს საქმე ასედავტოვოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.