მე რამდენჯერმე მაქვს მიწერილი შალვა პაპუაშვილისთვის და მისგან სააკაშვილთან შესვლაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა. ვაფრთხილებ მას, რომ მოუწევს ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა პარლამენტის მისსავე ოთახში, რადგან არ ვაპირებთ, ეს საქმე ასედავტოვოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია, საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფლად და დემოკრატიულად ვერ ჩაითვლება.
„მნიშვნელოვანია, ყველას კარგად ესმოდეს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პრეზიდენტი სააკაშვილი თუ იქნება პუტინის ტყვეობაში, სანქცირებული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არჩევნები თავისუფლად ვერ ჩაითვლება და საერთოდ ვერანაირ დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებთ. ვერანაირ კარგ, ჯანსაღ გარემოზე ვერ ვისაუბრებთ იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია. ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც გარემოზე ვსაუბრობთ, სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის ეუთო/ოდირის, იყოს არა მხოლოდ ერთდღიანი, არამედ გრძელვადიანი, რადგან რუსული პარტია მიჩვეულია შანტაჟს, მუქარას, ზეწოლას და ეს ყველაფერი ხდება არჩევნებამდე“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.