„ეს ყველაფერი არის რადიკალური ოპოზიციის გაუწონასწორებელი ქმედებებით გამოწვეული შედეგი და, პირველ რიგში, მინდა, მოვუწოდო სწორედ ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები. ისინი უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად – ვგულისხმობ პოლიტიკურ ლიდერებს, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ დაუშვებს საზოგადოებრივი და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის რაიმე სახის საფრთხის შექმნას“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

 

 იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა გამჭვირვალობის კანონზე და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციასა და ევროპულ ღირებულებებთან:

 „ეს ყველაფერი ეფუძნება დემოკრატიას და დემოკრატიის გამჭვირვალობას და თუკი ვინმე ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უარს ამბობს საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობაზე, ეს არის მათი პრობლემა, მათ აქვთ დასამალი საზოგადოებისგან. ასეთი უაპელაციო განცხადებები, რომ კანონი თითქოსდა არის რუსული, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ვერ იქნება გაზიარებული სახელმწიფოს მიერ“.

 რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობას, მით უფრო იმ ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია.

 „სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებებს და შემდგომ პასუხისმგებელია მათ აღსრულებაზე. საზოგადოებას და სახელმწიფოს აქვს სრული ლეგიტიმაცია იმისა, იცოდეს უცხოეთიდან შემოსული დაფინანსების შესახებ და ჰქონდეს ამ საკითხზე სრული ინფორმაცია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და, მით უმეტეს, აქვს სრული უფლება, იცოდეს უცხოეთიდან შემოსული ნებისმიერი დაფინანსების შესახებ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ცნობისთვის, შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი

საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. 

ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. 

 სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება 30 აპრილის აქციაზე არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე

ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას    

რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

ცნობისთვის,   საქართველოს პარლამენტმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.