პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები დღეს, მცხეთა - მთიანეთიდან დაიწყება.
ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარედ გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები. ღონისძიება დაიწყება 20:00 საათზე.
შეგახსენებთ, 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. რეგისტრაცია გაიარა 17-მა, უარი ეთქვა 11-ს