საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.
"ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს" - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
პროცესში მონაწილეობა წარდგინების ავტორებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს. თუმცა, ამ დრომდე უცნობია დაესწრება თუ არა პრეზიდენტი განხილვაში.