pრეზიდენტის სასახლეში არჩევნების დღეს იქნება მოწყობილი საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერს იმას, რაც იმ დღეს მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მთავარი დამარცხება გაყალბების, რომელიც მზადდება ყველა მხრიდან, არის მობილიზაცია, არის ყველასი მისვლა არჩევნებზე. ასე რომ ყველას ვალდებულებაა, მივიდეთ არჩევნებზე, არცერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი იმისთვის რომ ეს ქვეყანა დავიცვათ, მისი დამოუკიდებლობა დავიცვათ, მისი ევროპული მომავალი დავიცვათ. და ბოლოს მინდა ისიც ვთქვა, რომ პრეზიდენტის სასახლეში არჩევნების დღეს იქნება მოწყობილი საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერს იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ ერთად გამარჯვებაც ვიზეიმოთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.