ჩვენმა პრემიერმა ბერლინში გამოაცხადა სოლიდარობა უკრაინაზე, შეიძლება ფერისცვალება მოხდა და თუ ეს ასეა, შემოგვიერთდეს და ხელი მოაწეროს „ქართულ ქარტიას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ძალიან მიხარია ის რომ ჩვენი პრემიერი, რომელიც იმყოფება ბერლინში, როგორც ჩანს, აღარ საუბრობს დასავლეთზე, როგორც ომის პარტიაზე, გამოაცხადა სოლიდარობა უკრაინაზე, შეიძლება ფერისცვალება მოხდა, არ ვიცი, და თუ ეს ასე არის, მე მივულოცავ ამ დღეს და გავიმეორებ იმას, რომ „ქართული ქარტია“ ღია არის ყველასთვის, ვინც არის პროევროპული. თუ მოხდა ეს ფერიცვალება, შემოგვიერთდეს და ხელი მოაწეროს",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს