პრემიერმინისტრმა მამაუკა ბახტაძემ რამდენიმე რეგიონის გუბერბატორი გაათავისუფლა. მათ შორის სახელდებოდა გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძეც. როგორც საინფორმაციო სააგენტო "გურია ნიუსი" წერს, ინფორმაცია თავად მერაბ ჭანუყვაძემ დაუდასტურა, თუმცა ის მიზეზებზე არ საუბრობს.

"აიპრესის" სატელეფონო ზარს გურიის გუბერნატორმა არ უპასუხა. თუმცა, პრემიერმა ტრადიციულ ბრიფინგზე გათავისუფლებულ გუბერნატორებს შორის პრემიერს მერაბ ჭანუყვაძე არ დაუსახელებია.

შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის, სამეგრელო ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "დღეიდან თანამდებობიდან თავისუფლებიან შემდეგი რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები: შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის, სამეგრელო ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორები. ამ რეგიონეში, ისევე როგორც იმერეთში, უახლოეს დღეებში ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს",- განაცხადა ბახტაძემ.