საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თინათინ რუხაძის კულტურის მინისტრის თანამდებობიდან თინათინ რუხაძის გათავისუფლების ბრძანება გამოსცა.
ასევე გაათავისუფლა მისი პირველი მოადგილე მაკა გურგენიძეც და კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა. ოფიციალური ბრძანებები მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
კულტურის უკვე ყოფილმა მინისტრმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა.








