გარდა იმისა, რომ უცხოური დაფინანსება იყო ჩართული „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობაში, ეს ჩართულობაც იყო აბსოლუტურად კოორდინირებული, სხვანაირად გამორიცხულია, რომ სამი და მეტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ ჩართული ძალადობრივ ქმედებებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„რეალურად იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩართული. მე არ მინდა, ყველა ქვეყანა დავაკონკრეტო, თუმცა რეალურად იკვეთებოდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობა, საიდანაც პირდაპირ ჩანს, რომ ეს იყო კოორდინირებული, ანუ საერთაშორისო მასშტაბის კოორდინაცია ჰქონდა ამ პროცესებს. გარდა იმისა, რომ უცხოური დაფინანსება იყო ჩართული „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობაში, ეს ჩართულობაც იყო აბსოლუტურად კოორდინირებული. სხვანაირად გამორიცხულია, რომ სამი და მეტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ ჩართული ძალადობრივ ქმედებებში. აქ იყო სერიოზული კოორდინაცია. დღეს ბრიტანეთის ელჩმა მოითხოვა ჩემთან შეხვედრა,  ამ დღეებში ალბათ მოვახერხებ მასთან შეხვედრას, როგორც ჩანს ამ თემასთან დაკავშირებით სურს საუბარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.