საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში რამდენიმე დღეში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი იგეგმება.
„ვასრულებთ და შევასრულეთ 12-ვე რეკომენდაცია. მაქსიმუმს ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. რამდენიმე დღეში ველოდებით ბატონ ბორელს, რომელსაც კიდევ ერთხელ გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას, თუ სად ვიმყოფებით 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.