საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
“დღეს შევხვდი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი.
საქართველო მზად არის შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად.
ვრჩებით ქართულ-თურქული სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულნი, ყველა იმ სარგებლის გათვალისწინებით, რაც ამ პარტნიორობას მოაქვს ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონისთვის”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
Met w/president @RTErdogan today in 🇹🇷. Reaffirmed 🇬🇪’s solidarity and strong support to 🇹🇷 and its people in this difficult time. 🇬🇪 is ready to further provide support. We remain committed to 🇬🇪-🇹🇷 strategic partnership & benefits it brings to our countries and the region. pic.twitter.com/ih91fG8P5G
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) February 23, 2023