ბრიტანული მაუწყებლის მიერ გავრცელებული რეპორტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა ცრუ ბრალდებებსაც შეიცავს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა საზოგადოების განსჯისა და შეფასების საგანი, რომ ეგრეთ წოდებული „კამიტის“ გამოყენების ცრუ ბრალდებამ ყველა სხვა საკითხი გადაფარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ძალადობრივი აქციების პერიოდში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში მსუბუქი ინტოქსიკაციით გადაყვანილ იქნა სულ 5 პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებიდან მეორე დღესვე გაეწერნენ.
„ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენებაშიც ჯერ ბრიტანულმა მაუწყებელმა, ხოლო შემდეგ კონკრეტულმა დაინტერესებულმა პირებმა და პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა საქართველოს ხელისუფლებას დასდეს ბრალი, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტოქსიკური საშუალება, რომელსაც იმდენად მწვავე გვერდითი ეფექტებიახლავს, რომ, თეორიულად, მისი გამოყენების შემთხვევაში, ძალადობრივი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობას წარუშლელი კვალი დაეტყობოდა.მეტიც, „კამიტის“ ზემოქმედება, ალბათობის მაღალი ხარისხით, ლეტალურ შედეგსაც გამოიწვევდა.
ამ ფონზე, საქმეში არ არსებობს არცერთი შესაბამისი დაზარალებული. სამედიცინო დაწესებულებისათვის ქიმიური ნივთიერების შესაძლო ზემოქმედებასთან დაკავშირებული ჩივილებით კანონსაწინააღმდეგო აქციების არცერთ მონაწილეს არ მიუმართავს. ძალადობრივი აქციების პერიოდში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში მსუბუქი ინტოქსიკაციით გადაყვანილ იქნა სულ 5 პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებიდან მეორე დღესვე გაეწერნენ.
ბრიტანული მაუწყებლის მიერ გავრცელებული რეპორტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა ცრუ ბრალდებებსაც შეიცავს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა საზოგადოების განსჯისა და შეფასების საგანი, რომ ეგრეთწოდებული „კამიტის“ გამოყენების ცრუ ბრალდებამ ყველა სხვა საკითხი გადაფარა”, - განაცხადა პრემიერმა.
Irma
პრემიერი - „ბიბისის“ რეპორტაჟის ავტორების უკიდურესი პოლიტიკური მიკერძოების კიდევ ერთი ნათელი დასტური მოპასუხე მხარის, ამ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიციების უგულებელყოფა, წინასწარ გაგზავნილ შეკითხვებზე გაცემული სრულყოფილი პასუხების დამალვა და აბსოლუტური იგნორირება იყო
„ბიბისის“ რეპორტაჟის ავტორების უკიდურესი პოლიტიკური მიკერძოების კიდევ ერთი ნათელი დასტური მოპასუხე მხარის, ამ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიციების უგულებელყოფა და წინასწარ გაგზავნილ შეკითხვებზე გაცემული სრულყოფილი პასუხების დამალვა და აბსოლუტური იგნორირება იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, რეპორტაჟში გაჟღერებულია არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ბრალდება.
„რაც შეეხება სხვა ანტისახელმწიფოებრივ ბრალდებებს: რეპორტაჟში მტკიცებითი ფორმით არის ნათქვამი, რომ არჩევნები გაყალბდა, როდესაც ამის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ არსებობს, ხოლო არჩევნების შემფასებელმა მთავარმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულად, „ქართული ოცნება“ კი არჩეულ ხელისუფლებად გამოაცხადა. ამავე რეპორტაჟში საუბარია მომიტინგეების წინაამდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე და არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როგორ ძალადობდნენ აგრესიული, უცხოეთიდან დატრენინგებული ძალადობრივი ჯგუფები სამართალდამცავ უწყებებზე, როგორ დაწვეს მათ პარლამენტის შენობის ნაწილი, როგორ დაამტვრიეს და გაანადგურეს დედაქალაქის ცენტრში სახელმწიფო და კერძო საკუთრება, როგორ დაუშინეს პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“, როგორ ესროდნენ პოლიციელებს დამიზნებით სიცოცხლისათვის საშიშ პიროტექნიკას. ამავე რეპორტაჟში საუბარია გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც მსხვერპლის როლშია გამოყვანილი და მოხსენიებულია როგორც პოლიტიკური დევნის ობიექტი, როდესაც ბაჩიაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს ორი ინსტანციით არის დადასტურებული, პარალელურად კი დამატებით ორი სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს, მათ შორის ერთი, საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება უტყუარად, მისივე საჯარო განცხადებით არის დადასტურებული. სიცრუეზე აგებული ე.წ. „ჟურნალისტური გამოძიება“ სრულდება კიდევ ერთი ცხადი ტყუილით, რომ, თითქოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას განაგრძობს“,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.








