ნატოს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო მზად არის ნატოსთან მჭიდრო პარტნიორობისთვის. 

 „ნატოს გაფართოებაზე კეთდება საჯარო განცხადებები ნატოს ლიდერების მხრიდან, რომ ამ ეტაპზე ნატო-ს გაფართოება არ არის ის საკითხი, რომელიც აქტიურად შეიძლება, განიხილებოდეს, აქედან გამომდინარე, ნატო-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს. ჩვენ რა თქმა, უნდა მზად ვართ ნატო-სთან მჭიდრო პარტნიორობისთვის, ეს იყო ჩვენი ამოცანა აქამდეც და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.