ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და ხედავთ, რომ მთავარი ანტილიბერალები, ამ სიტყვის სათანადო გაგებით, სწორედ ისინი არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისინი არც ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნენ და ზოგადად, არიან ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს და სათანადოდ აფასებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.














