დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, ინერვიულეს მათმა მედია საშუალებებმა, ძალიან ინერვიულა სალომე ზურაბიშვილმა და, ნერვიულობის ნიადაგზე, პოსტიც კი მიუძღვნა ამ შეკრებას. ეს მათი მდგომარეობაა და მათი უფლებაა, ჩვენ შეგვიძლია, რომ მათ ცივი წყალი გავუგზავნოთ, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.

„შევდივარ მათ მდგომარეობაში, ეს არის ერთადერთი პასუხი, რაც შეიძლება მათ გაეცეთ. საბოლოო ჯამში, თქვენ დაინახავთ, თუ როგორი იქნება არჩევნების შედეგები. რაც შეეხება საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობას, რა თქმა უნდა, საჯარო სამსახურშიც, ჩვენი რეიტინგი არის ძალიან მაღალი. მაგრამ მთელი საჯარო სამსახური, ყველა ერთად რომ ავიღოთ, რაოდენობა არის შეზღუდული, 100 ათასზე ნაკლებია, რომ მიათვალო მთელი პოლიცია, მთელი ჯარი და სხვათა შორის, პოლიცია და ჯარი საერთოდ ვერ მონაწილეობს შეკრებებში, ჯარი და პოლიცია რომ გამოაკლო, უკიდურესად შეზღუდულია საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობა. ყველა საჯარო მოსამსახურეც რომ მიგვეყვანა იმ აქციაზე, რომელიც დღეს გაიმართა, მაქსიმუმ 5% შეევსოთ ამ შეკრების. აქედან ჩანს, რამდენად უსუსურია ამ ადამიანების გზავნილები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შევდივარ მათ მდგომარეობაში. დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, ინერვიულეს მათმა მედიასაშუალებებმა, ძალიან ინერვიულა სალომე ზურაბიშვილმა და ნერვიულობის ნიადაგზე პოსტიც კი მიუძღვნა ამ შეკრებას. ეს მათი მდგომარეობაა და მათი უფლებაა, ჩვენ შეგვიძლია, რომ მათ ცივი წყალი გავუგზავნოთ,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.