"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, ჯანმრთელობის გეგმიური კვლევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობოთ "ელენე ხოშტარია ამბულატორიულად, გეგმიურად არის გადაყვანილი კვლევებზე, რომლებიც მისივე ექიმის მიერ არის დანიშნული დინამიკაში დაკვირვების მიზნით.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა და საავადმყოფოში ეტლის დახმარებით მიიყვანეს, თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ ხოშტარია სამედიცინო დაწესებულებაში პროტოკოლის დაცვით შეიყვანეს და მას დამოუკიდებლად გადაადგილების პრობლემა არ აქვს.